ეს სერტიფიკატი წარმოადგენს კიდევ ერთ დადასტურებას PMI-ის მიერ ადამიანთა რესურსების უმაღლესი მართვის სტანდარტისა, რომელიც განამტკიცებს კომპანიის პოზიციას „სასურველი დამსაქმებელების“ სიაში, როგორც კომპანიისა, რომელიც პასუხობს დასაქმების სფეროში არსებულ მრავალფეროვნების გამოწვევებს გლობალურად.
საუკეთესო დამსაქმებლის (The Top Employer) სერტიფიცირება გაიცემა გლობალური სერტიფიცირების ავტორიტეტული ორგანიზაციის, Top Employers Institute-ის მიერ დამოუკიდებლად ჩატარებული შეფასების მიხედვით, რომლის შედეგადაც „ფილიპ მორის საქართველოს“ დედობილი კომპანია „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ აღიარებულ იქნა გლობალური მასშტაბის საუკეთესო დამსაქმებლად (Global Top Employer) ზედიზედ უკვე მეექვსედ.
სერტიფიცირების პროცესის ნაწილს წარმოადგენდა PMI-ს მიერ, ადამიანთა რესურსების დამოუკიდებელი აუდიტორებისათვის, კომპანიის ბრწყინვალე შედეგების დემონსტრირება ადამიანთა რესურსების მართვის ექვს საკვანძო სფეროში, რაც PMI-მ წარმატებით შეძლო 400 შეკითხვაზე პასუხის გაცემითა და დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენით.
ეს სფეროები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
მართვა: ბიზნესსტრატეგია, თანამშრომელზე ორიენტირებული სტრატეგია და ხელმძღვანელობა
ფორმირება: ორგანიზაცია და ცვლილებები, ციფრული HR და სამუშაო გარემო
მოზიდვა: ორგანიზაციის ბრენდინგი, ტალანტების მოზიდვა და დასაქმება
განვითარება: შესრულება/წარმადობა, კარიერა და სწავლა
ჩართულობა: კეთილდღეობა, ჩართულობა, ჯილდოები და აღიარება, ორგანიზაციიდან გაშვება
გაერთიანება: ფასეულობები, ეთიკა და ერთიანობა, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, მდგრადი განვითარება.